LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უტრეხტი ევროპის ყველაზე კონკურენტუნარიანი რეგიონია

115
thumb_1024x663_utrecht-mural

ნიდერლანდების უტრეხტი ევროპის ყველაზე კონკურენტუნარიანი რეგიონი აღმოჩნდა. ამის შესახებ ნათქვამია რეგიონების კონკურენტუნარიანობის ინდექსში, რომელსაც ევროპული კომისია ყოველ წელს აქვეყნებს.

საინტერესო რეიტინგის შედგენისას სპეციალისტები 11 ჯგუფში გადანაწილებულ 70 მაჩვენებელს ითვალისწინებენ. ისეთს როგორიცაა – პროფილური დაწესებულებები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანმრთელობა, საბაზისო განათლება, უმაღლესი განათლება, შრომის ბაზარი, ბაზრის ზომა, ტექნოლოგიური განვითარება, ადგილობრივი ბიზნესის სირთულეები და ინოვაციები.

უტრეხტი უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებული მოსახლეობის, ინოვაციებისა და ბაზრის ზომებით მაღალ პოზიციებს იკავებს.

ინდექსის მიხედვით, შრომით ბაზარზე ახალგაზრდების შესაძლებლობები საკმაოდ მაღალია. უტრეხტში დასაქმებულია ძალიან ბევრი ქალი, რაც ასევე განათლების დონესთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს უტრეხტი ველოსიპედისტებისთვის ყველაზე კომფორტული ქალაქიც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები