LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსი, აქ არის ინტერესთა თანხვედრა

149
დავით უსუფაშვილი

პარტია „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი ეხმიანება რუსეთის საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის გრეგორი კარასინის განცხადებას, რომის მიხედვითაც, „დასავლეთი ცდილობს, საქართველოს ხელები გადაუგრიხოს“.

როგორც დავით უსუფაშვილი აღნიშნავს,დასავლეთთან მიმართებით საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა, ამის მიზეზი კი დასავლეთის მხრიდან წამოსული კრიტიკაა:

„გადაგრეხას რაც შეეხება, რუსეთი საქართველოს უპირებდა და უპირებს კისრის მოგრეხას, დასავლეთს გამოწვდილი აქვს დახმარების ხელი და ეს ასეა უკვე ათწლეულებია, ამას ვერანაირი კარასინის რიტორიკა ვერ შეცვლის.

ეს ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო ორგანოები ვალდებულები არიან, ყველაფერი გააკეთონ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. აქ ჩვენ ის კითხვა უნდა გვქონდეს, რატომ არ აკეთებენ ყველაფერს ამისთვის და რატომ აღვივებენ იმ ტიპის განწყობებს, რომ თითქოს დასავლეთს უნდა საქართველო იაფად გადაახურდაოს თავის მიზნებისთვის დიდ ამბებში, რატომ ემთხვევა ეს ხაზები კარასინის და თავის ძმების და დების ხაზებს დასავლეთთან მიმართებით?

ჩვენ ეს კითხვები გვაღელვებს, ზოგს ამაზე უკვე ჩამოყალიბებული პასუხი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხაზს ადგას, მე მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსი, აქ არის ინტერესთა თანხვედრა.

როგორც პუტინი შეაწუხა დასავლეთის კრიტიკამ, „ქართული ოცნება“ ასევე შეაწუხა დასავლეთის კრიტიკამ და ინტერესთა თანხვედრაა, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც მესიანისტური განწყობებია, რომ ვიღაცამ უნდა იხსნას ქვეყანა, ისევე როგორც რუსი „პატრიოტი“ გეტყვით დღეს, რომ პუტინი უდრის რუსეთს და პირიქით რუსეთი პუტინს, საქართველოშიც ნელ- ნელა იგივე ჩამოყალიბდა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, დასავლეთმა საქართველოსთვის „ხელების გადაგრეხა“ დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის გამო.

„როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთმა ახლა საქართველოსთვის ხელების გადაგრეხა დაიწყო რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო.

ასეთია საერთაშორისო ურთიერთობებში თამაშის ახალი წესები, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პირადი პრიორიტეტებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა – მაშინ შეასრულე! კომენტარის გაკეთებას აზრიც არ აქვს!“ – დაწერა კარასინმა Telegram-ზე.

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებს – კარასინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები