LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსინათლო ძაღლს გიდობას უსაყვარლესი ლეკვი უწევს – ორი მეგობრის ემოციური ისტორია

448
33474032-8759197-image-a-22-1600769278013

უსაყვარლესმა პატარა ლეკვმა უფროსი მეგობრის გიდობა თავის თავზე აიღო და დავალებას თავს არაჩვეულებრივად ართმევს.

11 წლის ოქროსფერმა რეტრივერმა ტაომ მხედველობა ერთი წლის წინ დაკარგა. ტაოს პატრონმა ბევრი იფიქრა, თუ როგორ შეემსუბუქებინა ერთგული მეგობრის ცხოვრება და ბოლოს დამხმარე ლეკვის მოყვანა გადაწყვიტა.

ოკო მხოლოდ 8 თვის იყო, როდესაც ტაოს მოუყვანეს და ეს ორი მალევე დამეგობრდა.

ძაღლების პატრონმა გაავრცელა ძალიან ემოციური ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ატარებს დროს ორი მეგობარი, ისინი დასეირნობენ, ერთად თამაშობენ და მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

ოკო უკვე 16 კვირისაა და ტაოს გიდობას თავს მშვენივრად ართმევს.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ტაო ცუდად გახდა და ექიმებმა მისი თვალის გადარჩენა ვერ შეძლეს, ტაო სირთულეებს არ შეუშინდა, ოპერაციიდან მესამე დღეს გაიარა კიდეც, თუმცა ჩვენ ვხდებოდით, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მას მეგობარი სჭირდებოდა”, – იხსენებს ტაოს პატრონი მელანია ჯექსონი.

ამის შემდეგ ოჯახმა პატარა ოკო მოიყვანა. ძაღლებმა ერთმანეთს მალევე გაუგეს და განუყრელ მეგობრებად იქცნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები