კოვიდინფექციით უსიმპტომოდ გარდაცვლილი ქალბატონი, 41 წლის ბათუმელი ირმა თეთრაძეა, რომელიც მე-4 პოლიკლინიკაში მუშაობდა.
ის 15 ოქტომბერს, კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა.
ინფიცირებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში იმავე დღეს გადაიყვანა. თუმცა, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
სოციალურ ქსელში, ირმა თეთრაძის ახლობლები სამძიმრის წერილებს წერენ:
“ჩემ მეგობრებს, მე-4 პოლიკლინიკის კოლექტივს ვუსამძიმრებ საუკეთესო თანამშრომლის, მეგობრის უდროოდ გარდაცვალებას. ირმა დიდხანს დარჩება შენი თბილი ღიმილი და დილა მშვიდობისა ჩვენ მეხსიერებაში. ნათელი შენს ლამაზ სულს”, – წერს გუნა ვანილიში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია.