Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერიც დაესწრება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერიც დაესწრება

88

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, დაესწრება.

უშიშროების საბჭოს სხდომა 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა – ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, იქნებიან.