სვანეთში, მწვერვალ უშბაზე, ორ უცხოელ ალპინისტს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოლდოვის მოქალაქეები არიან.
არაოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაკარგულ აპლინისტებს, რამდენიმე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ამინდის გაუარესების გამო ვერ ერთვება ვერტმფრენი.
„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.