მიმდინარე წლის ზაფხულში ჰოლივუდელმა პროდიუსერმა, 29 წლის ნურ ალფალაჰა ლეგენდარული მსახიობისგან, 83 წლის ალ პაჩიოსგან ვაჟი გააჩინა. გასულ კვირას ნური და ალი პაემანზე გადაიღეს, თუმცა, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა კიდევ უფრო მეტად გააოცა შოუბიზნესის სამყარო.
პაპარაცებმა გოგონა არც მეტი, არც ნაკლები ალექსანდერ ფონ ფიურსტენბერგთან ერთად, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გამოიჭირეს. ისინი ავტოგასამართ სადგურზე იყვნენ, ფიურსტენბერგი ალფალაჰს ეხუტებოდა, ისინი ბევრს იცინოდნენ და ხალისობდნენ.
ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„უსაზღვრო მადა აქვს ამ გოგოს“, „სად არის ამ დროს 83 წლის ალ პაჩინო?“, „ამ გოგოს საოცარი გემოვნება აქვს“, „ნურ ალფალაჰის კოლექციას კიდევ ახალი ექსპონატი შეემატა“, – წერენ კომენტარებში.
გაიცანით, 83 წლის ალ პაჩინოსა და 29 წლის ნურ ალფალაჰის ვაჟი – წყვილის უახლესი ფოტოები
ცნობისთვის, გოგონა ალ პაჩინოსთან რომანამდე, მილიარდერ ნიკოლა ბერგრუენს, The Rolling Stones-ის ფრონტმენს, მიკ ჯაგერსა და ლეგენდარულ კლინტ ისტვუდს ხვდებოდა.
29 წლის ნურ ალფალაჰი 83 წლის ალ პაჩინოს დაშორდა და შვილისთვის ალიმენტს ითხოვს