ცოტა ხნის წინ, დედოფალმა ელისაბეტმა შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ბუკინგემის სასახლეში, საშობაო წვეულებაზე უმასპინძლა. ინტერნეტში წვეულებიდან მხოლოდ ის ფოტოები გავრცელდა, როგორ ამზადებენ დედოფალი, პრინცი ჩარლზი, უილიამი და 6 წლის ჯორჯი პუდინგს სამხედროებისთვის. ეს სამეფო ოჯახის მრავალწლიანი ტრადიციაა. იქამდე კი პაპარაცებმა სასახლის შესასვლელთან მოსული სტუმრების ფოტოები გადაიღეს.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად, სასახლეში საკუთარი მანქანით მივიდნენ. 6 წლის ჯორჯთან და 4 წლის შარლოტასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა 1 წლის უსაყვრალესი პრინცი ლუიც, რომლიც ხილვა დიდი იშვიათობაა.