LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაუბრია თუ არა სამსახურეობრივ საქმეზე შეხვედრისას სექსზე – დევდარიანი კითხვას არ პასუხობს

113

“ჩემი ინტერესია დადგინდეს ის ყველაფერი, რაც მოვისმინეთ, “- განაცხადა ზვიად დევდარიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, რომლებიც დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ისტორიები, რომელიც მედიაში გავრცელდა, შეხვედრია თუ არა სამსახურით დაინტერესენულ ქალებს და უსაუბრია თუ არა მათთან სამსახურის ნაცვლად სექსზე.

ამავე კითხვის საპასუხოდ მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ და სრულ ჩვენებას ზვიად დევდარიანი გამოძიებას მისცემს.

ზვიად დევდარიანის ადვოკატის თქმით, ბრალდებებს სამეურვეო საბჭოს წევრად დასახელებას უკავშირებენ.