LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსამართლო კრიტიკას ფასი არ აქვს, დაფინანსებაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ – კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე

52
BeFunky-collage (4)

აშშ – ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეობზე“, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო – ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინის განცხადებას, საქართველოსთვის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით.

სენატორი შაჰინი: უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიას გადავხედოთ.. ხელისუფლებამ აშკარად უღალატა სიტყვას კანდიდატის სტატუსის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

როგორც კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან აღნიშნა, შაჰინის განცხადება საქართველოში არსებულ ვითარებაზე უსამართლო კრიტიკა იყო და მას ფასი არ აქვს.

„ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა და ასეთს ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“.

ძირითადი ნაწილი ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება, უდიდესი ნაწილი. მე მოსმენილი მაქვს ერთ- ერთი ყოფილი ელჩისგან, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი მუშაობენ „ენჯეოების“ გავლით.

ეს აქვს ნათქვამი ამერიკის ყოფილ ელჩს და არა მე და მეც პრაქტიკულად იგივეს ვიმეორებ, ამიტომ „ენჯეოები“ დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ. მე არ მგონია, რომ ეს მოხდება იმიტომ, რომ „ენჯეობის“ დაფინანსება არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რაიმე საწუხარი იყოს. შაჰინმა თვითონვე თქვა განცხადებაში, რომ როგორც მას უთხრეს, ასეთი საკითხი არ იქნება მიზანშეწონილი განსახილველად,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები