აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს და მის მეუღლეს, ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონს უსაყვედურა, რომ მათ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა მისცეს.
„სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას ჰილარი კლინტონმა (ისევე, როგორც ბილ კლინტონმა) ჩრდილოეთ კორეას კვლევების ჩატარების და ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ახლა კი უსამართლო ჰილარი მე მაკრიტიკებს,” – დაწერა ტრამპმა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ტრამპის გამოსვლას ჰილარი კლინტონმა „ძალიან ბნელი” უწოდა. მისი თქმით, ასეთ სახიფათო სიტუაციაში ძირითადი მიდგომა დიპლომატიური უნდა იყოს.