LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უსახლკარო ადამიანს უფლებას აძლევენ სითბოში დაიძინოს,ნამდვილი ადამიანები ხართ მანდ ” – სიკეთის ემოციური ისტორია თბილისში

48426766_2410546808974229_2911302362792460288_n (1)

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სადღეღამისო კაფე, უსახლკარო ადამიანს უფლებას აძლევს სითბოში დაიძინოს. ინფორმაციას ამის შესახებ  სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს და კაფეში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

ვაჟა ფშაველას გამზირზე, სადღეღამისო კაფეა. როცა გვიან ღამით ხალხი ბევრი არაა, უფლებას აძლევენ უსახლკარო ადამიანს რომ სითბოში დაიძინოს. არავინ არ აგდებს და არ ეჩხუბება არავის, ზოგჯერ საჭმელსაც აჭმევენ რაც შესაძლებელია.სულ არ ვიცი ვინაა ამ კაფის პატრონი და არცერთი თანამშრომელის სახელი არ ვიცი, მაგრამ თუ რომელიმე წაიკითხავთ ამ პოსტს, გეუბნებით რომ ნამდვილი ადამიანები ხართ მანდ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები