LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID-ის დახმარებით, ქართული „სკამი“ ექსპორტზე გავა

117
257591811-6708839455800479-964786615031621476-n

USAID/Georgia საზოგადოებას ავეჯის მწარმოებელ ქართულ კომპანიას „სკამი“ აცნობს, რომელიც საქართველოში ადგილობრივი ბაზრისთვის  მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს. საქართველოში მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, კომპანამ ბიზნესის გაფართოება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა გადაწყვიტა.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავაქტიურდეთ ადგილობრივ ბაზარზე, ამოვარჩიოთ საუკეთესო საექსპორტო პროდუქტები და დავხვეწოთ არსებული პროდუქცია, იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს საერთაშორისო სტანდარტებთან,”- ამბობს „სკამის“ თანადამფუძნებელი გიორგი სურგულაძე.

ამ მიზნის მიღწევისთვის, გიორგიმ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო პროგრამაში, რომელსაც USAID და საქართველოს ბანკი უჭერდა მხარს. „სკამი“ ერთ-ერთია პროგრამაში მონაწილე 18 კომპანიიდან. Პროგრამის ფარგლებში კომპანიები გადიან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის თემაზე.

ტრენინგები კარგად იყო გათვლილი გიორგის კომპანიის საჭიროებებზეც: „ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომელიც კომპანიის სპეციფიკაზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იყო მორგებული. უფრო სიღრმისეულად გავეცანით ექსპორტისა და მისი ღირებულების, ელ. კომერციის, გაყიდვების და ბაზრის კვლევის საკითხებს“-  ამბობს გიორგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები