LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსაფრთხოა თუ არა ზაფხულის შვებულების ევროპაში გატარება და როგორ დავიბრუნოთ ფული, თუკი ჩვენი მოგზაურობა ჩაიშლება – ექსპერტები

156
seguros-de-viaje-para-ir-a-Europa-3

ბრიტანელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ევროპა ჯერ–ჯერობით უსაფრთხო არ არის და მოგზაურობის დაგეგმვა შესაძლოა ძალიან საშიში იყოს.

როგორ ონლაინ–სერვისის TravelSupermarket წარმომადგენელი ემი ქულჰარსტი ფიქრობს, მაშინაც კი თუკი ბილეთებს ივლისისთვის ან აგვისტოსთვის დაჯავშნით, არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ რეისი შედგება.

ამ მოსაზრებას იზიარებს ბილეთების გაყიდვის სერვისის Skyscanner–ის ხარისხის მართვის დირექტორი ჯონ თორნიც, – „მართალია სულ გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, ტურისტული სეზონი იხსნება და ა.შ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სინამდვილეში უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს.“

სპეციალისტებმა იმ ფაქტზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ ავიაკომპანიები გაუქმებული რეისების თანხას არც თუ ისე დიდი მონდომებით აბრუნებენ.

როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, ტურისტთა უმრავლესობას კომპენსაციის მიღება ძალიან გაუჭირდა და კუთვნილ თანხას თვეობით ელოდებოდა. თუკი მომავალშიც იგივე განმეორდება, ფულის დაბრუნება შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს. ავიაკომპანიათა უმრავლესობას ფინანსური კრიზისი აქვს და ბევრი მათგანი საერთოდ გაკოტრდა კიდეც.
რაც შეეხება მოგზაურებს, ყოველი 10 გამოკითხულიდან 7 მზადაა რომ ბარგი დღესვე ჩაალაგოს და სადმე გაფრინდეს. ხოლო თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ეს მოგზაურობა – ამაზე ძალიან ცოტა თუ ფიქრობს.

იმისათვის რომ მგზავრებმა კორონავირუსის ეპოქაში მშვიდად და კომფორტულად იფრინონ, ავიაკომპანიებმა ბევრი წესი შეცვალეს.

თუმცა, მანამ სანამ ბილეთს დაჯავშნით სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას გირჩევენ:

1. რამდენად დაცულია ეს მოგზაურობა?
2. მოყვება თუ არა ტურს დაზღვევა?
3. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თუ არა ტურის უფასოდ გაუქმება?

EasyjeT არის ერთ–ერთი პირველი ევროპული ავიაკომპანია, რომელიც მომხმარებელს ყველაზე უსაფრთხო სერვისს სთავაზობს.

თუკი ფრენა გაუქმდება მგზავრს ინფორმაცია ამის შესახებ 14 დღით ადრე მიეწოდება და სურვილის მიხედვით, ალტერნატიულ რეისს ან თანხის დაბრუნებას აირჩევს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი ფრენის გაუქმებას თავად გადაწყვეტს, გარკვეული თანხის დაკარგვა მაინც მოუწევს. ეს წესი თითქმის ყველა ავიაკომპანიის შემთხვევაში იდენტურია, ამიტომ სანამ სადმე გაფრენას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა ასეთი რისკი.