LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უსაფრთხო ლანჩისთვის” – სამხრეთ კორეაში გაყიდვაში ცხვირის ნიღაბი ჩაეშვა

145
1

სამხრეთ კორეაში ბაზარზე კოვიდპანდემიის ახალი, უჩვეულო ატრიბუტი გამოჩნდა – “ცხვირბადე”.

ნიღაბი, რომელიც ერთ-ერთმა სამხრეთ კორეულმა კომპანიამ გამოუშვა, შექმნეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ლანჩის დროს თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ მხოლოდ ცხვირის დაფარვით, მაშინ, როდესაც ისინი ჭამენ ან სვამენ.

Kosk-ის ნიღბის ფოტოები სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც მისმა მწარმოებელმა კომპანია Atman გაყიდვაში ჩაუშვა.

როგორც Washington Post წერს, პირბადის მოხმარება ორგვარად შეიძლება – სადილის დროს, შესაძლებელია მისი მხოლოდ ცხვირზე მორგება, სხვა შემთხვევაში კი ნიღაბი იშლება და პირსაც ფარავს.

ის უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ სავაჭრო ვებსაიტზე, 10 ცალი ნიღბის ღირებულება კი დაახლოებით 8 დოლარია.

ვირტუალურ სივრცეში ნიღაბმა ცნობისმოყვარეობასთან ერთად, საზოგადოების კრიტიკაც გამოიწვია.

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი იდეას დასცინის და წერს, რომ ამ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს, რადგან ნიღაბი არ ფარავს პირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები