რამდენიმე დღის წინ, კეიტ ბეკინსეილი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაცია ჰოსპიტალიზაციის შესახებ, თაყვანისმცემლებს თავად 45 წლის მსახიობმა, ,,ინსტაგრამით” ამცნო. ფოტოზე, რომელიც ბრიტანელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ატვირთა, ის აცრემლებული ჩანდა.
გაირკვა, რომ ლენ ვაისმენის ექს-მეუღლეს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან მას საკვერცხის კისტა გაუსკდა.
აღსანიშნავია, რომ მედიაში ბეკინსეილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაერთი სტატი გამოქვეყნდა, თუმცა მათ შორის მსახიობისთვისაც კი სახალისო აღმოჩნდა USA Today-ის ,,ნიუსი”. გამოცმემამ სიახლის მთავარ ფოტოს ჰოლივუდის ლამაზმანის ნაცვლად, კემბრიჯის ჰერცოგინიის, კეიტ მიდლტონის სურათი დაურთო.
,,გმადლობთ მხარდაჭერისთვის. თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ. დროა ჩემს სამეფო ვალდებულებებს დავუბრუნდე. უილიამმა ყველანი მოგიკითხათ”, – იხუმრა კეიტმა.
როგორც მოგვიანებით ჟურნალის რედაქციამ აღნიშნა, გაუგებრობა სისტემურ პრობლემას უკავშირდებოდა.