ურუგვაის ხელისუფლებამ სამედიცინო მიზნით მარიხუანას გაყიდვის ნებართვა გასცა, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, კანაფის საფუძველზე შექმნილი სამედიცინო პრეპარატები ახლა უკვე აფთიაქებში, ექიმის დანიშნულების წარდგენის შემთხვევაში გაიყიდება. ასეთი პრეპარატების ყიდვის უფლება უცხოელებსაც ექნება. კანაფის საფუძველზე შექმნილი სამედიცინო პრეპარატები ეპილეფსიისა და სკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება.
ივლისის დასაწყისში ურუგვაიში მარიხუანას გასართობი მიზნით გაყიდვა გახდა ლეგალური. კანონის მიხედვით, 18 წელს მიღწეულ ურუგვაის მოქალაქეს კვირაში 10 გრამი ან თვეში 40 გრამის მარიხუანას ყიდვა შეუძლია.