ჟურნალისტი მარიამ ჭელიძე, რომელსაც ფილტვთან და გულთან აგრესიული ფორმის მეტასტაზი აქვს, მკურნალობას აგრძელებს და სოციალური ქსელში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ წერს.
მარიამი ყველას მადლობას უხდის დახმარებისთვის, გვერდში დგომისთვის და მათ ჯანმრთელობას უსურვებს.
„მადლიერება ყველაზე დიდი ღირსებაა ალბათ ადამიანში! ხოდა მადლიერი ვარ ყველა თქვენგანის, ყველაფრისთვის! ? სადამდეც ვიცოცხლებ იქამდე მემახსოვრება ყველა თქვენგანის სიკეთე! საერთოდ არ ვიცი საიდან დავიწყო ან როგორ გადაგიხადოთ მადლობა, ვიცი რომ მადლობა ჩემი მხრიდან საერთოდ არაფერია!
რა საოცარი ადამიანები ხართ და მართლა მერამდენედ მჩუქნით სიცოცხლეს ვეღარც კი ვითვლი! ეს ის შემთხვევაა როცა სიტყვები არ მყოფნის რომ რამე გითხრათ! მთელი გულით გიხდით უამრავ მადლობას ყველას. ჩემი საუკეთესო მეგობრებით დაწყებული უცხო ადამიანებით დამთავრებული. მაბედნიერებს და ძალას მატებთ თქვენი ასეთი გვერდში დგომა და სიყვარული, არ ვიცი საიდან დავიმსახურე ან როგორ თქვენი ასეთი სიყვარული! მეტირება სიხარულისგან თქვენი ასეთი სიყვარული და გვერდში დგომა! კიდევ ერთხელ და მთელი ცხოვრება უამრავი და გულწრფელი მადლობა აბსოლიტურად ყველაას თქვენ!
მთელი გულით მიყვარხართ და მაბედნიერებთ! ??❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
პ.ს ოპერაციაზე გეტყვით, რომ ურთულესი ოპერაცია ჩატარდა და კიდევ ერთხელ ყველაფერი დამთავრდა კარგად. ურთულესია 8 წელი შიშის ქვეშ ცხოვრება. შიშის ქვეშ და ბრძოლაში. თუმცა ვცდილობ ეს ყველაფერი მოვყვე იომორით და არ დავთრგუნო ადამიანები და არ დავიწყო იმის მოყოლა როგორი რთულია ფიზიკური ტკივილის გარდა ონკოლოგის კაბინეტში ჯდომა (ონკოლოგს თვალებში რო შესციცინებ თან გული რო ჩერდება, მთელი ცხოვრება რო ჩერდება ამ დროს და საერთოდ ყველაფერს რომ აზრი ეკარგება )??? და ელოდები განაჩენს…… აღარ გავაგრძელებ…
წინ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი საბოლოო გამარჯვებამდე რაც არც ეს არის მარტივი გზა, მაგრამ go go მარიამ ? სხვა რა გზაა ????❤️❤️❤️
ჯანმრთელობაზე მთავარი არაფერი ყოფილა. ხოდა ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!…
I LOVE YOU ALL…. ❤️❤️❤️❤️❤️“, – წერს მარიამ ჭელიძე.
მადლიერება ყველაზე დიდი ღირსებაა ალბათ ადამიანში! ხოდა მადლიერი ვარ ყველა თქვენგანის, ყველაფრისთვის! ?სადამდეც ვიცოცხლებ…Posted by Mariam Chelidze on Saturday, September 9, 2023