„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განაჩენი დღეს გამოაცხადა. ტელეარხის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. სოციალურ ქსელში უკვე ეხმაურებიან გამოტანილ განაჩენს. მათ შორისაა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წერს: „მოსამართლე ურთმელიძის დედას მინდა, ნაჯახი ვთხოვო და როგორ დავუკავშირდე?“
თამარა ჩერგოლეიშვილი: „იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, ეს არ ექნათ. არადა, სადღაც მეგონა, რომ შეიძლებოდა, ხრიკი მოეფიქრებინათ…“
სოფო ბედია: „გილოცავთ, ბატონო ქიბარ!..“
გიორგი ლაფერაშვილი: „ვაშა ამ ახალ საქართველოს ვაშა-შენებას!..“
ნიკა ქავთარაძე: „სტოპრო ჩემია, ქინძი ვიყო“ – ქიბარ ხალვაში.