LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთიერთობის მოწესრიგების შანსი არ არსებობს: ზურაბ დათუნაშვილი პრეზიდიუმს არ ენდობა

zurab

ზურაბ დათუნაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ჭიდაობის ფედერაციაში გასამართ პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრა და მის შემადგენლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

„პრეზიდიუმში ისეთი ხალხია, რომლებსაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ და ამ პრეზიდიუმს არ ვენდობი. რომ ჩაინიშნება სხდომა დაზუსტებით გავეცნობი, ვინ იქნება იქ, შემდეგ გადავწყვეტ დავესწრები მას თუ არა“, – თქვა დათუნაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტებთან საუბრისას იგი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან შერიგების თემებსაც შეეხო:

„ეს არ არის ჩემთვის მარტივი თემა. ქვეყნის დატოვების სურვილი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არსებული ფედერაციის პირობებში საქართველოში ჩემი კარიერის გაგრძელება წარმოუდგენელია. რაც შეეხება შერიგებას – მე არ მჯერა, რომ გეგეშიძე რამეს ნანობს და არ მიმაჩნია, ჩვენს შორის რომ ურთიერთობის მოწესრიგების შანსი არსებობს. ისე გამოჰყავთ, რომ თითქოს მათ შერიგება უნდათ და ზურას არ უნდა შერიგება. რეალობა კი სხვაგვარია – მათ არ უნდათ შერიგება.“

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ჭიდაობის ფედერაციაში მალე პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
გეგა გეგეშიძე სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.
„ ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ ყველაფერს“, – განაცხადა გეგეშიძემ და აღნიშნა, რომ ნანობს მომხდარს: „უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები