LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

103

ურეკის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემას, ასევე კანალიზაციის გამწმენდ ნაგებობას აშენებს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 78 მილიონ ლარზე მეტია.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ურეკის წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურები, რეზერვუარები და ქსელები. ასევე აშენდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, კი ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის აშემდები შემდეგ, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.