LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკისა და შეკვეთილის საკურორტო ზონების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

87

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას.

კომპანიის ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ურეკსა და შეკვეთილში ახალი, 35 კვ ძაბვის უჯრედები დაამონტაჟა, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეკვეთილის და ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღნიშნული სამუშაოებისთვის 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

”მაღალი ძაბვის უჯრედების მეშვეობით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები ურეკსა და შეკვეთილში ელექტროენერგიის მიღებას შეძლებენ ორი ტრანსფორმატორიდან, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს. ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები