LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურბანული მეტყევეობა – ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარება და მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა – სახელმძღვანელო საქართველოში ურბანული მეტყევეობის თარგმანის პირველ პრეცედენტს წარმოადგენს 

120
სატყეო

„Museum Hotel-ში“ „ურბანული მეტყევეობა – ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარება და მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელოს თარგმანი „USDA-ს Forest Service“-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს საქართველოში ურბანული მეტყევეობის თარგმანის პირველ პრეცედენტს, რომელიც თანამედროვე ამერიკულ მიდგომებს, საინტერესო პრაქტიკებსა და ანალიზებს მოიცავს.

სახელმძღვანელოს თარგმნის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურბანული მეტყევეობის, არბორიკულტურისა და ზოგადად ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარებისა და მართვის შესახებ შესაბამისი ქართულენოვანი ლიტერატურის არარსებობა, რომელიც განკუთვნილია როგორც გარემოსდაცვით, სატყეო და ურბანული მეტყევეობის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ისე მუნიციპალური უწყებებისთვის, კერძო ორგანიზაციებისა და განსაკუთრებით მომავალი თაობებისთვის – სტუდენტებისთვის.

სახელმძღვანელო მკითხველს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს ურბანული მეტყევეობის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში განხორციელებულ საქმიანობებს, დარგის აქტუალურ საკითხებს, ახალ პერსპექტივებსა და სტრატეგიებს, რაც საბოლოოდ გლობალური მასშტაბით გარემოს დაცვას უკავშირდება.

(ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7110).

პრეზენტაციას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.