LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უქვეითდებათ თუ არა კოვიდგადატანილებს ინტელექტის დონე – ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინეს

628
კორონავირუსი

ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კორონავირუსი ადამიანის ინტელექტის დონეზე ნეგატიურ გავლენას ახდეს. შესაბამისი სტატია სამედიცინო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა.

მეცნიერების ცნობით, ინტელექტის დაქვეითება გამოჯანმრთელების შემდეგაც ნარჩუნდება და მათაც ეხება, ვინც COVID-19 მსუბუქად გადაიტანა.

კვლევის მთავარი ამოცანა იყო დაედგინათ, უკავშირდება თუ არა კოგნიტიური მაჩვენებლების გაუარესება სწორედ COVID-19-ს, რადგან კორონავირუსის შემდეგ ბევრი ადამიანი მეხსიერების გაუარესებასა და კონცენტრაციის დაკარგვას უჩივის. ამასთან, ყნოსვის დაკარგვას, რომელიც კოვიდის ერთ-ერთი სიმპტომია, მეცნიერები ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევას უკავშირებენ.

კვლევაში მონაწილეობა 81 337-მა ადამიანმა მიიღო. 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე მათ ინტელექტის დონის დასადგენი ტესტი Great British Intelligence გაიარეს. მათ შორის კორონავირუსი 12 689 ადამიანმა გადაიტანა.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, მეცნიერებმა კოვიდგადატანილების შედეგები კვლევის ჯანმრთელი მონაწილეების მონაცემებს შეადარეს. ამასთან, გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის სქესი, ასაკი, განათლების დონე, შემოსავალი და ა.შ.

დადგინდა, რომ კოვიდგადატანილებმა შესამჩნევი კოგნიტიური დეფიციტი აჩვენეს – ტესტი მათზე უარესად გაიარეს, ვისაც კოვიდი არ ჰქონია. განსაკუთრებით ეს იმ დავალებებში იყო თვალსაჩინო, რომელთა შესასრულებლად დაგეგმარება, გადაწყვეტილების მიღება და აბსტრაქტული აზროვნება იყო საჭირო.

ყველაზე დიდი პრობლემა კი მათ შორის დაფიქსირდა, ვინც დაავადების დროს საავადმყოფოში მკურნალობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები