კომპანია United Parcel Service (UPS), რომელიც ლოჯისტიკასა და ექსპრეს-მიწოდებაზეა სპეციალიზრებული, ტექნოლოგიურ ფირმა Arrival-თან ერთად საკურიერო სამსახურისთვის ელექტრომობილების პარკის შექმნას გეგმავს.
წინასწარი ინფორმაციით, პირველი 35 სატრანსპორტო საშუალება პარიზსა და ლონდონში წლის ბოლომდე გამოჩნდება.
კომპანია ჯერჯერობით ტექნიკურ დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ფურგონის ძარა მსუბუქი კომპოზიტისგან იქნება შესრულებული, ერთი დატენვით კი 240 კილომეტრამდე გადის.
გარდა ამისა, Arrival ევროპაში პირველი მწარმოებელია, რომელიც ელექტრო ავტომობილებს UPS-ის სპეციფიკაციებით ააწყობს.
საკურიერო ელექტროფურგონები ელექტრონული დამხმარეებით იქნებიან აღჭურვილნი, რომლებიც უსაფრთხოებას გაზრდიან და მძღოლების დაღლილობას შეამცირებენ. როგორც ჩანს, საუბარია ნახევრად ავტონომიურ ავტომობილზე.