LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება აშშ-ს სენატისგან: საქართველოსთვის 132 მილიონ დოლარზე მეტი დამტკიცდა

61
amerika -georgia

„ოპონენტების ძალისხმევით, ზაფხულში ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15%-ის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანად არის ამოღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭრს და აღიარებს საქართველოს სწორი გზით განვითარებას და იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარეობს“, – ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიული სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა გააკეთა.

როგორც მან განაცხადა, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტის წინ, საქართველომ მიიღო მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი. ერთი აშშ-ს ადმინისტრაციისგან, მეორე კი საკანონმდებლო ორგანოსგან.

„სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც განკარგავს ფინანსებს, დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი – 132 მილიონ დოლარზე მეტი. ჩვენ ამ დახმარებას ძალიან ვაფასებთ“.

ხელაშვილის თქმით, ეს დასტურია იმის, რომ აშშ-ს სენატი არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს ქვეყნების თანამშრომლობას.

მისივე განცხადებით, პანდემიის პირობებში ამ დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„უპირველეს ყოვლისა, ეს თანხა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე“.

ბრიფინგზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი პომპეოს ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პარალელურად უსაფრთხოების კონტექსტშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები