LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო გარბენი ღამის ბათუმში – ქალაქი ნახევარ-მარათონს უმასპინძლებს

117

უპრეცედენტო გარბენი აჭარაში – ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარ-მარათონს უმასპინძლებს. ღონისძიება აპრილში გაიმართება და ის ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს.

ღონისძიების ორგანიზატორია სასტუმრო Colosseum Marina Hotel (კოლიზეუმ მარინა). როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული მარათონი ემსახურება სირბილის, როგორც სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ამასთან, ღონისძიების ორგანიზატორებს სურთ, შექმნან პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი მორბენალებისთვის, რათა მათ შეძლონ, თავი წარუდგინონ ფართო აუდიტორიას და საკუთარი ძალები გამოსცადონ გამოცდილ უცხოელ მორბენალებთან შეჯიბრში. ღონისძიების მიზანია ისიც, რომ ბათუმი მნიშვნელოვან სივრცედ იქცეს პროფესიონალი, თუ მოყვარული მორბენალებისთვის მსოფლიოს გარშემო.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდება ნახევარ მარათონი (21,1 კმ), მხიარული გარბენი (10 კმ) და ორი ბავშვთა გარბენი. ბავშვთა გარბენში მონაწილეობა უფასოა. ნახევარ-მარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, შავი ზღვის სანაპიროზე გარბენი სწრაფი და მოსახერხებელი მარშტურით გელით, რაც ბათუმის ღირსშესანიშნაობების გაცნობის საშუალებას მოგცემთ.

ღონისძიება მხარს უჭერს სპეციალურად შერჩეულ საქველმოქმედო პროექტებს.

ორგანიზატორი: სასტუმრო კოლიზეუმ მარინა (http://colosseummarina.ge/)

პარტნიორები: Tbilisi marathon; აჭარისა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი (Visit Batumi)

სპონსორები: ORBI GROUP; Alphabetic Tower / ანბანის კოშკი; Brilliant Promotion; Shindi – შინდი, Wendy’s Georgia, ALMA – Advertising Company , Dunkin’ Donuts, ავტორადიო /Autoradio 95,1 Fm

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს- >  https://batumi-marathon.com/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები