საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება ომის წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს, ამით ძირითადი შინაარსი არ იცვლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, 23:45 საათზე შემოიჭრა.
მისი განმარტებით, მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით, ომში დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობები ცალსახად გაუმჯობესდა.