LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უპილოტო ავტომობილები მკვლელები არიან“ – ჯერემი კლარკსონი

35
jeremi

ზოგიერთი ქვეყანა ნელ-ნელა უშვებს იმას, რომ უპილოტო მანქანებმა ჩვეულებრივი მოხმარების გზებზე იარონ. ამასთან, მუშავდება მთელი რიგი წესები, რომლითაც ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული წესები Top Gear-ის ყოფილმა წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა გააკრიტიკა.

ბრიტანული შესწორების მიხედვით, უპილოტო ავტომობილების მძღოლებს შეუძლიათ რომ საჭეს თვალი მოაშორონ და უყურონ ვიდეოებს მაშინ როცა საცობში დგანან ან 60 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით გადაადგილდებიან. ამასთან, მათ კატეგორიულად ეკრძალებათ სმარტფონების გამოყენება.

კლარკსონის აზრით, ეს წესები ძალიან აბსურდულია. საქმე ისაა, რომ უპილოტო ტრანსპორტი უსაფრთხოების ეფექტური სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი, რაც მძღოლს იმის კეთების საშუალებას მისცემს, რაც მოესურვება. სხვა შემთხვევაში ასეთი ტრანსპორტის საერთო მოხმარების გზებზე დაშვება საეჭვოა გადაწყვეტილებაა.

კლარკსონი ფიქრობს, რომ უპილოტოები აღჭურვილები არიან ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება თავადაც შეუძლია, თუმცა გზაზე არსებულ სიტუაციას ყოველთვის სწორად ვერ აფასებს. უმრავლეს შემთხვევაში კომპიუტერულ ტვინს ურჩევნია კედელს ან ხეს დაეჯახოს, რათა სხვა მანქანა არ დააზიანოს.

ასე რომ, ავტონომიური ავტომობილების მფლობელები ფულს იხდიან იმაში, რომ მანქანამ ისინი დახოცოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები