LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო ავტომობილები ბრიტანეთისკენ მიემართებიან

126

ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ კომპანიებს უფლებას მიცემენ ტესტირება ჩაუტარონ უპილოტო ავტომობილებს. მთავრობაში თვლიან, რომ ასეთი ავტომობილები საგრძნობლად შეამცირებენ ავტოსაგზაო შემთხვევების პროცენტულ მაჩვენებელს, ხოლო ბრიტანულ ავტომწარმოებლებს უპილოტო ავტომობილების წარმოების სტიმულს მისცემს.

ბრიტანეთის ქუჩებში უპილოტო ავტომობილების ტესტირება უკვე წლევანდელი წლიდან იქნება შესაძლებელი. როგორც ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოზბორნი აცხადებს, იმ ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს, ბრიტანეთი ვალდებულია მიიღოს სწორი და გამბედავი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უახლეს ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. უპილოტო ავტომობილებმა კი შეიძლება მთლიანად შეცვალონ სატრანსპორტო სექტორი, რამაც დიდი ფინანსური სარგებელი შეიძლება მოიტანოს…

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პროექტის დასაფინანსებლად ბრიტანეთის მთავრობამ 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიძია. რაც შეეხება უშუალოდ ტესტირებას, მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა General Motors, Toyota, Volkswagen, Ford  და სხვა…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები