თამარ სოხაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამბავს, რომელიც ცხოველების მოყვარულებს დააინტერესებს. როგორც აღმოჩნდა, მარდალეიშვილის კლინიკის ექიმები მკურნალობენ კატას, რომელსაც თათი სტკივა.
„მარდალეიშვილის კლინიკასთან იჯდა და არ ინძრეოდა. თურმე თათი სტკივა და იქაური ექიმები მკურნალობენ, ზვიადმა ნახა, როგორ უსვამდნენ მალამოს. ისიც მორჩილად უწვდიდა თათს და უცდიდა პროცედურის დასრულებას…“