რამდენიმე წუთის წინ დედაქალაქში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, ხოლო მგზავრებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, დაზარალებულები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათ შორის დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ავარიის შედეგად აღნიშნულ ქუჩაზე პარალიზებულია მოძრაობა და გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი.
დაშავებულთა მდგომარეობა ამ დრომდე გაურკვეველია, ვინაიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჯერ არ მოსულა. შემთხვევის ადგილიდან გამოძახებულია საპატრულო პოლიციაც.
“ფორტუნას” ჟურნალისტის განმარტებით, შემთხვევა სიჩქარის გადამეტებას მოჰყვა, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანის მძროლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.