LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნივერსიტეტის იდეა ჩემი იყო, მიშამ კი ბათუმში ლიფტის შახტა ააშენა,” – ივანიშვილი

140

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ღირებულება 500 მლნ ევრო იქნება, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტი ზუსტდება და უახლოეს მომავალში საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებთან შეხვედრები გაიმართება.

”ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციელდეს ამერიკული პროექტი. კოლაიდერზეა მხოლოდ საუბარი, ხოლო მრგვალ შენობაში იქნება ლაბორატორიები, ეს იოლია და მისი მშენებლობა დაიწყება ხვალვე. ის, რაც ”ნაციონალებმა” ბათუმში ააშენეს, იყო სასაცილო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი, ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო”, – განაცხადა  ივანიშვილმა.

ამასთან, ყოფილმა პრემიერმა ბათუმში აშენებული შენობა „ლიფტის შახტას“ შეადარა.
”მიშამ სასაცილო რამე გააკეთა. ეს იყო ლიფტის შახტა და იქ აუდიტორიები ვერ განთავსდებოდა. ასევე აშენებდა ქალაქებს სააკაშვილი, როგორც ტექნოლოგიური პროექტი გააკეთა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები