LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდება

89
545u61oz0g4q6cy

დედაქალაქში ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ყოველ დღე, 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს, რომლის გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი.

საბაგირო ხაზით მგზავრობა სტუდენტებისთვის უფასო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები