LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Universal channel – ახალი სატელევიზიო არხი მაისიდან დაიწებს მაუწყებლობას

186

შპს „ალგოგინი ენტერტაინმენტ მედია გრუპმა“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ალგოგინი ენტერტაინმენტ მედია გრუპის“ განაცხადი და კომისიის უწყებრივ რეესტრში ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად დაარეგისტრირა.

კომპანია, ბრენდული სახელწოდებით „Universal Channel“, კერძო სპეციალიზებული (შემეცნებითი/გასართობი) ტელემაუწყებლობის დაწყებას 2017 წლის 1 მაისიდან გეგმავს. „Universal Channel“ აუდიტორიისთვის ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.