LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNITI – ყველაზე პატარა ზომის ელექტროქარი მსოფლიოში (ვიდეო)

75

სანამ Tesla საკუთარი კონცერნის ავტოპილოტისა და ბატარეების სამუშაოებითაა დაკავებული, ნაკლებად ცნობილი შვედური კომპანია Uniti Sweden უკვე ახალი პროექტის წარმატების სხვა საფეხურზე გადავიდა და კომპაქტური ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელიც მისი გაბარიტების მიუხედავად იდეალურად გაუმკლავდება ნებისმიერი სირთულის გზას.

პროექტი FundedByMe-ს მეშვეობით დაფინანსდა, თუმცა ბიუჯეტი არაა საკმარისი აქტივობის ბოლომდე მისაყვანად. ავტომობილს Uniti – ორადგილიანი ელექტროქარია, რომელიც ერთი სრული დატენვის შემთხვევაში 150 კმ-ს გადის. მისი გამწევის ენერგოტევადობა 15 კილოვატს შეადგენს, ხოლო სრულ დატენვას პატარა ,,ლამაზმანი” 30-40 წუთს ანდრომებს. ავტომობილის წონა 400 კგ-ს შეადგენს.

სერიული წარმოებისთვის საჭირო ბიუჯეტი, რომელიც სხვადასხვა შემოწირულობების ხარჯზე დღითიდღე იმატებს ამ ეტაპზე არასაკმარისია. პროექტზე მომუშავე ჯგუფმა დღეისათვის 1.3 მილიონ დოლარს მოუყარა თავი. სავარაუდოა, რომ ახალი ტიპის, მინი ელექტროქარის გამოშვება საჭირო რაოდენობის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. წარმატების შემთხვევაში ორადგილიანი ,,ლამაზმანი” 2017 წელს უკვე გამოჩნდება მსოფლიო ასპარეზზე ხოლო მისი გაყიდვები 2018-2019 წლებში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები