LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”უნიქარდის” თამაში „იპოვე განძი“ მთწმინდის პარკში გაიმართება

229

18 ივნისს მთაწმინდის პარკში ”უნიქარდის” თამაში „იპოვე განძი“ გაიმართება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, თამაშს ტრადიციული სახე აქვს და წელს მესამედ ტარდება. თამაში სახალისო და აზარტულია და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია,  23 წლის ზევით ასაკის პირებს კი აუცილებლად უნდა ახლდეთ ბავშვი.

მათივე ინფორმაციით, თამაშის   დღეს   10:00   საათიდან  პარკის  ტერიტორიაზე  დაიმალება  100-ზე   მეტი საჩუქარი,  რომელიც ”უნიქარდმა” და   მისმა  პარტნიორებმა  დააწესეს.  მონაწილეებს პარკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ”უნიქარდის” კუთხესთან დაურიგდებათ მოთამაშის ნაკრები (მეგზური, რომელზეც მინიშნებული იქნება ზონებად განძის ადგილსამყოფელი, ბენდენა   და   გულსაბნევი).   ამის   შემდეგ, დაიწყებენ   დამალული   საჩუქრების   ძებნას.

საჩუქარი გადაეცემა იმ მომხმარებელს, ვინც პირველი მიაგნებს მას. ყოველი ნაპოვნი „განძის“ შემდეგ მთაწმინდის პარკის რადიო მოთამაშეებს შეატყობინებს, თუ რამდენი საჩუქარია დარჩენილი.

”გარდა   საჩუქრებისა,   ”უნიქარდი”   და   მისი   პარტნიორები     მოთამაშეების    განწყობაზეც იზრუნებენ.   მთაწმინდის   პარკის   სტუმრებს სახალისო   წარმოდგენები   და   სიუპრიზები ელით:   იოგას   გაკვეთილი   ღია   ცის   ქვეშ,   ფოტოსესია,   ქართული   ზღაპრის გმირები, ჯამფინგ ფინტესის   გაკვეთილები,   ცხოველების   და   ფრინველების   პატარა   გამოფენა, ზუმბას   გაკვეთილი,   ანიმატორები, სახის მოხატვა,   დისნეის   ზღაპრის გმირები, ბუშტები და მინი გათამაშება”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ცნობით,  საჩუქრები დააწესეს ”უნიქარდმა” და პარტნიორმა კომპანიებმა:

  • როიალბატონი – ნომერი 2 ადამიანზე საუზმით
  • ბეკო – პლანშეტი
  • ლოსთლოქი – 200 ლარიანი ფულადი პრიზი და თამაში 10 ბავშვზე ლოსთლოქში
  • არენა 1 – 250 ლარიანი 1 თვიანი ულიმიტო აბონემენტი (აუზი, ტრენაჟორები, საუნა, ჯაკუზი); 150 ლარიანი ცურვის 1 თვიანი აბონემენეტი (საბავშვო პაკეტი, ჯგუფური 12 გაკვეთილი)
  • უნიქარდი – ჰოვერბორდი, ველოდიპედი, mp3, X BOX, პორტატული დამტენი
  • საფილო – 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (3 ცალი )
  • მასტერსპორტი – სპორტული ფეხსაცმელი (2 წყვილი)
  • იოგაანანდა – 1 თვიანი აბონემენტი (3 ცალი)
  • ბუმ-ბუმი – 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (2 ცალი)
  • სპარი -100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (3 ცალი)
  • ჭიტა – 50 ლარიანი ვაუჩერი
  • ქეისით-   ეფლის ყურსასმენი (3 ცალი), სელფის ჯოხი, ფლეშ მეხსიერება, USB (2 ცალი).
  • არიაიოგა – 1 თვიანი აბონემენტი-8 ვიზიტი (3 ცალი)
  • აზზატო – 50 ლარიანი ვაუჩერი
  • ორინაბიჯი – 100 ლარიანი ვაუჩერი (5 ცალი)
  • კიკო – 50 ლარიანი ვაუჩერი
  • წიგნებივაკეში- 50 ლარიანი ვაუჩერი
  • კამელია – 50 ლარიანი ვაუჩერი
  • კიკალასტუდიო – 300 ლარიანი ვაუჩერი (60 ფოტო)
  • მეიბლინლორეალი – დეკორატიული კოსმეტიკის ნაკრები (4 ცალი)
  • პეტჰაუსი SIBERIAN HUSKY GEORGIA- ლეკვი (ჰასკი)
  • პრენატალჯორჯია – სათმაშოები (3 ცალი), საძილე ტომარა (2 ცალი)
  • რედკაფე – 50 ლარიანი ვაუჩერი (6 ცალი)
  • სტუდიოლინი – 50 ლარიანი ვაუჩერი (2 ცალი)
  • მოზარდ მაყურებელთა თეატრი – ბილეთები (8 ცალი)
  • ჯინო ფერედაისი – პაკეტი ჯოი (4 ცალი), პაკეტი ჯოიქიდს (4 ცალი)
  • ჰოუმდეკორი – სანათი
  • კიდსსალონი – თმის შეჭრა (4 ცალი)
  • ლაბელმედიქალი – ფიტნე საბონემენტი (3 ცალი), ზუმბა საბონემენტი
  • მაქსილენდი-  სასაჩუქრე ვაუჩერები:   1 საათი ბოულინგი (3 ცალი),   MaxCard-ატრაქციონების  100  ლარიანი  ვაუჩერი,  დაბადების  დღის  ცენტრის  100  ლარიანი ვაუჩერი
  • ალტაოქეი – ეპილატორი, ბლენდერი, უთო
  • პეპელა – პაპოს ფიგურების ნაკრები ბიჭებისთვის და გოგონებისთვის (3 ცალი)
  • სალერი – ფეხბურთის ბურთი
  • სანტა ესპერანსა – წიგნების ნაკრები (8 ცალი)
  • სმარტი – 100 ლარიანი სასაჩუქრე კალათა
  • შიკბებე – როლიკები (2 ცალი), კარავი, სათამაშოები (4 ცალი)
  • ლოტუს-პილატესის აბონემენტი, ჯამფინგ ფიტნესის აბონემენტი (2 ცალი),
  • სოლარიუმის აბონემენტი + კოლაგენარიუმის 20 წუთი
  • მთაწმინდის პარკი – 100 ლარიანი ვაუჩერი
  • ვერონა – საათი, სახლის დეკორაცია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები