LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური სპორტქარი გასაყიდად გამოიტანეს

182

უნიკალური ამერიკული სპორტქარი გასაყიდად გამოიტანეს. Rossion Q1R-ის გაყიდვის შესახებ განცხადება  საიტმა Bring a Trailer-მა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ამერიკელებმა ასეთი 3 ავტომობილი ააწყეს და აღნიშნული ეგზემპლარი ერთადერთია, რომელმაც ქრომირებული ძარა მიიღო. ორკარიანი მობილის საბოლოო ფასი 16 ათასი დოლარია. Rossion Q1R სპორტქარ Q1-ის საგზაო ვერსიას წარმოადგენს და სარბოლო მოდელისგან ის უსაფრთხოების სისტემით, უსაფრთხოების ღვედებითა და სამუხრუჭე სისტემა Wilwood-ით განსხვავდება. სპორტქარი ფორდის 2 ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი და მას 327 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილს 0-დან 100 კმ-ს განვითარება სულ რაღაც 3,3 წამში შეუძლია. უნიკალური მოდელის მასა კი 850 კგ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები