მრავალპროფილური კლინიკა ღია გული მე-5 კლინიკური საავადმყოფო ავრცელებს ინფორმაციას ურთულესი და უნიკალური სამედიცინო შემთხვევის, რომელიც წარმატებული შედეგით დასრულდა – რთული სამედიცინო შემთხვევა ბედნიერი დასასრულით.
გაბრიელი 860 გრამი დაიბადა, ახლა სრულიად ჯანმრთელია და უკვე 3320 გრამს იწონის.
დედის ორსულობა იყო საკმაოდ რთული. 12 კვირის ვადიდან არსებობდა ორსულობის შეწყვეტის საშიშროება.
ორსულობის პროლონგირებისთვის ჩატარდა უამრავი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.
25 კვირის ვადაზე პაციენტმა დაღვარა სანაყოფო სითხე და დაეწყო მშობიარობა, რის გამოც ჩატარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთის ოპერაცია.
ახალშობილი გადაყვანილი იქნა კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში, სადაც 4 თვის განმავლობაში კლინიკის ნეონატოლოგებმა თავდაუზოგავად იბრძოლოს მისი სიცოცხლისთვის.
ფოტოზე: ღია გული – მთავარი ჰოსპიტალის მეან-გინეკოლოგი – ლიკა ჩანადირი და ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელი – ნანა ბარათელი.