LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური „იაგუარის“ რესტავრაციას 2 წელი დასჭირდა

32

უნიკალური „იაგუარი“ – ერთადერთი ეგზემპლარია, რომლის რესტავრაციასაც 6725 საათი დასჭირდა. „პაბელ-ბიჩის“ ელეგანტურობის კონკურსზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ქონდათ, 63 წლის სპორტული ავტომობილი Jaguar XK120 SE პირველად ენახათ. ავტომობილის განახლება მთელი ორი წელი გრძელდებოდა და ის მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მოდელს მსოფლიოში ანალოგი არ ყავს და მის რესტავრაციაზე კომპანია Classic Motor Cars-ის 13 სპეციალისტი ზრუნავდა. ავტომობილი თავდაპირველად ამერიკელი ბიზნესმენის მაქს ჰოფმანის დაკვეთით დამზადდა, 1978 წელს კი მან მფლობელი შეიცვალა. ახალი პატრონი მის შეკეთებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ამისთვის ვერ მოიცალა და 2015 წელს ის საერთოდ გაყიდა. კომპანია CMC-ის სპეციალისტებმა ის შეიძინეს და თავიდან გააცოცხლეს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშნელოვანია განახლებული „იაგუარი“ ორიგინალის ანალოგიურია და მას საათში 200 კმ-ს განვითარება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები