ჰიბრიდული პროტოტიპი lotus Evora E414 მსოფლიოში ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს და ბუნებრივია, მის მიღებას ბევრი კოლექციონერი შეეცდება.
ჰიბრიდული სპორტქარი ჩვეულებრივი „ევორას“ ბაზაზეა აწყობილი და მისი შექმნა დაახლოებით 23 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაჯდა. Lotus Evora E414 Hybrid ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და ისინი 152 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებენ.
0-დან 97 კმ/სთ-ს ჰიბრიდი 4,4 წამში ავითარებს და სვლის მარაგი კი 483 კილომეტრს შეადგენს. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
საინტერესოა რომ ავტომობილი 2016 წელს ბრიტანელმა ბიზნესმენმა შეიძინა, კარგადაც გამოიყენა და ამჟამად ახალ მეპატრონეს ეძებს.