LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური დიზაინის BMW i8 იტალიელებისგან (ფოტო)

79

ატელიემ Garage Italia Customs გერმანული BMW-ის იტალიურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით უნიკალური დიზაინისა და მოდიფიკაციის სპორტული ჰიბრიდი i8 დაამზადა. ავტომობილი, რომელსაც Futurism Edition ეწოდა დამზადებულია იტალიის ბაზარზე BMW-ს გამოჩენიდან 50 წლის თავის აღსანიშნავად.

BMW i8-ს ვიზუალური მხარე გაფორმებულია იტელიელი მხატვრის ჯაკომო ბალას ნახატის ”ქუჩის განათება”-ს მიხედვით, რომელიც მხატვარმა 1909 წელს შექმნა და გამოფენილია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიუ-იორკში.

რაც შეეხება ძრავს, აქ ცვლილებები არ გხვდება. Futurism Edition-ში მოთავსებულია სტანდარტული 1,5 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ძრავი, 231 ცხენის ძალითა და 131 ცხენის ძალის ელექტროძრავი. ავტომობილი ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მუშაობს და პირველ 100კმ/სთ სიჩქარეს 4,4 წამში ანვითარებს. ხოლო მაქსიმალური სისწრაფე 250კმ/სთ-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ Garage Italia Customs ეკუთვნის Fiat-ის ყოფილ მარკეტინგის უფროსს ლაპო ელკანს, რომელიც ამავდროულად იტალიური კომპანიის “ანელის” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები