LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური BMW M4 Convertible აბუ-დაბიში წარმოადგინეს

198

ხასხასა ყვითელი ფერის კაბრიოლეტმა BMW M4 Convertible გარეგნული განახლება მიიღო, რაც მას ნებისმიერ საგზაო ნაკადში გამოარჩევს.

გერმანული საავტომობილო მარკის ცნობილმა დილერმა BMW Abu Dhabi Motors „დამუხტული“ BMW M4 Convertible წარმოადგინა, რომელსაც უნიკალური „ტიუნინგი“ აქვს გავლილი. ის არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის შოურუმშია წარმოდგენილი.

ავტომობილის ძარა საფირმო ხასხასა საღებავში Speed Yellow-შია გადაწყვეტილი.

ავტომობილმა ტიუნინგი BMW-ს განყოფილება M Performance-სგან და ატელიე AC Schnitzer-ისგან მიიღო, რომელიც ამ მარკის მოდელებზე სპეციალიზრდება.

M Performance-სგან ამ ეგზემპლარს ერგო კაპოტი და გვერდითა კალთები. ტიუნინგ ატელიე AC Schnitzer-ისგან კი აეროდინამიკური მოპირკეთება მიიღო.

კაბრიოლეტს ასევე ხასხასა წითელი დისკების კომპლექტი აქვს GTS-სგან.

ავტომობილის სალონში ყვითელი აქცენტებია გამოყენებული. კაპოტ ქვეშ ავტომობილს არაფერი შეცვლია. აქ ისევ სამ ლიტრიანი და ექვს ცილინდრიანი ბიტურბო ძრავი S55B30 დგას, რომელიც 431 ცხენის ძალას ავითარებს.

კომპანია AC Schnitzer სათავეს Opel-ის ავტომობილების რემონტისთვთვის განკუთვნილი სახელოსნოდან იღებს, რომელიც 1936 წელს გაიხსნა. ამ მომენტისთვის ატელიე ბავარიული ავტომობილების ტიუნინგით არის დაკავებული და BMW-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები