LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში ე.წ. „მატყუარა შეფუთვებს“ შეებრძოლებიან

126
GMOV56CO3RPTJLDW2W4DX76ZZ4

მარტის თვიდან უნგრელ მეწარმეებს მოუწევთ, რომ პროდუქციაზე, რომლის ზომაც შემცირდა, ფასი კი უცვლელი დარჩა, შესაბამისი გაფრთხილება დაიტანონ. ამ გზით ქვეყანაში შეებრძოლებიან მოვლენას, რომელსაც სახელად „შრინკფლაცია“ ეწოდება. საუბარია, მაგალითად რძის 900 მილილიტრიან შეფუთვაზე, რომელიც ლიტრიანის ფასად იყიდება, წერს Reuters.

ახალი წესების მიხედვით, კომპანიებს მოუწევთ გაფრთხილებები დააწერონ, იმ პროდუქციას, რომლის ზომაც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში შემცირდა.

პროდუქტების მწარმოებლები, იმპორტიორები და მიმწოდებლები ასევე ვალდებული იქნებიან, რომ გამყიდველს პროდუქტის ზომის ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეატყობინონ.

მოვლენა, როცა პროდუქტის ზომა მცირდება, ხოლო ფასი იგივე რჩება ან საერთოდ იზრდება, ბევრ ქვეყანაში იქცევს ყურადღებას. მაგალითად, „მატყუარა შეფუთვებს“ უკვე ებრძვიან საფრანგეთსა და გერმანიაში. ამ წლის დასაწყისში პარიზმა ევროკომისიაც კი მიმართა, რომ ზოგადი ევროპული კანონი მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები