უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა. ამის შესახებ unian წერს.
„უნგრეთი რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ ღიად აცხადებს. უფრო მეტიც, უნგრეთი პუტინის მიერ წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ უკრაინას თავს დაესხმებოდა“, – განაცხადა დანილოვმა და დაამატა, რომ უნგრეთს უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც ჰქონდა.