LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტების დამყარება რუსეთთან და ჩვენ ეს მოვახერხეთ“ – ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიქტორ ორბანს შეხვდა

127
BeFunky-collage

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

შეხვედრა პეკინში შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, არ შეიძლება არ გამოიწვიოს კმაყოფილება იმან, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპის მრავალ ქვეყანასთან ნარჩუნდება და ვითარდება, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.

ორბანმა, კი აღნიშნა, რომ უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება.

„იყო რთული შეხვედრები, მაგრამ არასდროს ისეთი რთული, როგორც ეს. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთ რთულ ვითარებაში. უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტების დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს მოვახერხეთ“, – აღნიშნა ორბანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები