LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთი უკრაინის საზღვართან ჯარისკაცებს განათავსებს

128
სამხედრო საზღვართან

Reuters-ის ინფორმაციით, უნგრეთი უკრაინის საზღვართან ახლოს ჯარისკაცებს განათავსებს. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება როგორც უსაფრთხოების მიზნით, ასევე ჰუმანიტარული მისიის განსახორციელებლად მიიღეს.

„უნგრეთის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვამაგრებთ უკრაინა-უნგრეთის საზღვარს. საზღვრების დაცვა და ჰუმანიტარული მისიისთვის მომზადება თანაბრად მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში ჯერჯერობით არ აზუსტებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარისკაცი განლაგდება საზღვართან.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის, ტიბორ ბენკოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სამშაბათს ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის წევრებს შეხვდა და თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უნგრეთში შეიარაღებული ჯგუფების გადასვლა და მანევრების განხორციელება აღკვეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები