LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთი ევროპისკენ გაიწია

64

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის პლეი ოფის მატჩები გუშინ დაიწყო. ოსლოში ნორვეგია და უნგრეთი შეებნენ.

უნგრელებმა პირველ ტაიმში დებიუტანტ ლასლო კლაინჰაისლერის მიერ გატანილი გოლით 1:0 იმარჯვეს და კვირას უკვე ფავორიტის რანგში მიიღებენ შინ ვიკინგებს.

თამაშის ბოლოს ნორვეგიელებმა მწვავედ შეუტიეს, ორჯერ ხარიხასაც მოარტყეს, მაგრამ ცოტა მოულოდნელ წაგებას მაინც ვერ გადაურჩნენ.

საპასუხო მატჩი 15 ნოემბერსაა.

დღეს ბოსნიაში ბოსნია ირლანდიას უმასპინძლებს, შაბათს კი ბოლო ორი წყვილი ჩაერთვება საქმეში – უკრაინა სლოვენიას მიიღებს და შვედეთი სკანდინავიურ დერბიში დანიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები