LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრელებს საახალწლოდ თავშესაფრიდან ცხოველების „თხოვება“ შესთავაზეს

133
a224f28f9d322ee0c9ab8b2cd4bd7360

ბუდაპეშტის თავშესაფარმა სადღესასწაულოდ ცხოველების „გაქირავება“ დაიწყო. ინიციატივის, სახელად – „სიყვარულის ოთხფეხა კურიერი“ მიზანი – მარტოხელა ადამიანებისთვის საახალწლოდ კომპანიონის პოვნაა. ამის შესახებ Turkmenportal წერს.

საინტერესოა, რომ უსაყვარლეს ინიციატივას უკვე რამდენიმე წელი შეუსრულდა. ორგანიზატორთა თქმით, მიუხედავად იმისა რომ ცხოველის თავშესაფარში დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს, ადამიანები ამას ხშირად არ აკეთებენ და დროებით გაცემული ცხოველები ახალ სახლებს პოულობენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ყველა ცხოველი არ „ქირავდება“ და თავშესაფრის თანამშრომლებმა ისეთი კატები და ძაღლები შეარჩიეს, რომლებიც უცნობ სივრცესთან ყველაზე ადვილად ადაპტირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები