LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნებართვოდ მგზავრის გადაყვანისთვის ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება

91

შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით, ტაქსით მგზავრის გადაყვანა გამოიწვევს ჯარიმას 200-200 ლარის ოდენობით. ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში წერია, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

“ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

12 თებერვალს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ხოლო ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

დედაქალაქის მერის 24 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, თბილისში ტაქსების სერვისის გაუმჯობესებისთვის მერია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები